fbpx
საბერძნეთი

ორი მნიშვნელოვანი ცვლილება საბერძნეთის საზღვრის კვეთისას – ნახეთ დეტალები

საბერძნეთის ტურიზმის სამინისტრომ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საბერძნეთის საზღვრის კვეთისას ამოქმედდება.

ცვლილებები ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს საზღვრებზე, ცხადია, პანდემიიდან გამომდინარე და ისინი შემდეგია:

  1. მისაღები გახდება სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი (Rapid Test) ნაცვლად PCR ანუ მოლეკულური ტესტისა, რომელიც აქამდე საბერძნეთში შემოსასვლელად იყო საჭირო. 
  2. ასევე, კონტროლს დაექვემდებარებიან ბავშვები, 12 წლიდან და არა 6 წლიდან, როგორც ეს აქამდე იყო ძალაში.

ყველა აღნიშნული ცვლილება ეხებათ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც საბერძნეთს გახსნილი აქვს საზღვრები, ტურისტული თვალსაზრისით.

როგორც ცნობილია, საქართველო ჯერჯერობით ამ სიაში არ შედის და საბერძნეთში ჩამოსვლა მხოლოდ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეუძლიათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ Rapid Test-ს გაკეთება გაცილებით ნაკლები თანხა ჯდება, ვიდრე მოლეკულური PCR ტესტის ჩატარება.

onalem

ტესტ