fbpx
კრიმინალი

სროლა ომონიაზე რამდენიმე წუთის წინ – პოლიციამ დაკითხა საქართველოს ერთი მოქალაქე!

რამდენიმე წუთის წინ ომონიაზე, კერძოდ, კრეტას ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში ისროლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი მამაკაცი. სავარაუდოდ, ის სამიზნე იყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ალბანეთის მოქალაქეა.

ის კაფეში იჯდა, რა დროსაც უცნობმა პირმა გარედან ცეცხლი გახსნა და პირდაპირ მას ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სწრაფად მობილიზდა საბერძნეთის პოლიცია. ოფიცრები მკვლელობის გარემოებების შესწავლას ცდილობენ.

როგორც ცნობილია, მათ დაკითხეს თავად კაფეს მფლობელი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. 

პოლიცია ამ გზით დამნაშავის კვალზე გასვლას ცდილობს.

onalem

ტესტ