fbpx
კრიმინალი

პოლიციის ოფიცრები თვალებს არ უჯერებდნენ – 5 მილიონი ევროს ღირებულების 105 კგ კოკაინი პატრასის პორტში

პატრასის პორტში, ერთ-ერთ სატვირთო მანქანაში საბერძნეთის პოლიციამ 105 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა. შემოწმება სპეციალური ძაღლის საშუალებით ჩატარდა და როდესაც მანქანის კარი გახსნეს, ოფიცრები თვალებს არ უჯრებდნენ. კოკაინი საერთო ჯამში 3-დან 5 მილიონი ევროს ღირებულებისაა და იტალიის მიმართულებით უნდა გაგზავნილიყო.

ნარკოტიკი პაკეტებში იდეალურად იყო ჩაწყობილი და სატვირთოს 63 წლის ბერძენი მართავდა, რომელიც დააპატიმრეს. კოკაინი ევროპის ბაზარზე უნდა გაყიდულიყო.

მანქანაში ასევე აღმოაჩინეს ორი მობილური ტელეფონი, ერთი სანავიგაციო მოწყობილობა და ნაღდი ფული, 600 ევროს ოდენობით.

onalem

ტესტ