fbpx
კრიმინალი

ათენიდან თესალონიკში მიმავალი მატარებლის ავარიის მიზეზი დადგენილია

წინასწარი გამოძიების დადასტურებული შედეგებით, მატარებლის ავარია, რომელმაც გასულ კვირას სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

ანგარიში საბერძნეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დღეს, 19 აპრილს გამოქვეყნდა.

გამომძიებელთა გამოთვლებით, მატარებელში 73 მგზავრი და რკინიგზის 5 თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროს მატარებელ 143 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, დასაშვებ ნორმაზე (60კმ/სთ) ორჯერ და მეტჯერ სწრაფად. მატარებელი რელსებიდან გადავარდა, თესალონიკიდან 37 კმ-ის მოშორებით.

შედეგად, ორი მანქანა შეეჯახა საცხოვრებელ შენობას და კედლები გაამტვრია. სხვა სახლების ფანჯრები კი სრულიად დაიმსხვრა.

გამომძიებლები საბოლოო შედეგებს მომდევნო რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.

onalem

ტესტ