fbpx
საზოგადოება

კაფეების, რესტორნების, ტავერნების დაკეტვა ნაადრევად და პირბადე ყველგან – ახალი ზომები საბერძნეთში, ვითარების გაუარესების გამო

მომდევნო რამდენიმე დღეს ექსპერტები განსაკუთრებულად კრიტიკულად თვლიან და აცხადებენ, რომ სწორედ სექტემბრის თვის პირველ რიცხვებში დაფიქსირებული მონაცემები გვიჩვენებს, თუ რა გზით წავა საბერძნეთი შემოდგომაზე და რა დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო ეტაპობრივად.

ტელეკომპანია Mega-ს ინფორმაციით, მთავრობას მაგიდაზე განსახილველად ზომების მთელი “პაკეტი” აქვს, რომელიც შესაძლოა მოქმედებაში მოვიდეს. მათ შორის არის სხვადასხვა მაღაზიების, ტავერნების, რესტორნების, კაფე-ბარების დაკეტვა დროზე ადრე მთელი საბერძნეთის მასშტაბით. აღნიშნული ზომა შეიძლება გატარდეს, ვინაიდან, ის ხალხი, ვინც საკუთარ საცხოვრებელ რეგიონში გვიან ღამემდე ვერ ერთობა, სხვა რეგიონში მიდის, რათა გართობა გააგრძელოს.

მეორე საკითხი არის ნიღბის ტარების ვალდებულება, ესეც მთელი საბერძნეთის მასშტაბით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

პროფესორმა, გიგას მაიორკინისმა განაცხადა, რომ ახლა აღარ გვაქვს ისეთი ფუფუნება და არცერთი მიზეზი, რომ არ ვატაროთ პირბადე ყველგან.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვადასხვა რეგიონებში დაწესებულმა ამ ზომებმა გარკვეული შედეგები გამოიღო.

დღეს, 18:00 საათზე ნიკოს ხარდალიასი კონკრეტულ განცხადებებს გააკეთებს და მითითებებს მისცემს საზოგადოებას.

onalem

ტესტ