fbpx
საზოგადოება

24 წლის გოგოს პასუხისმგებლობის საკითხი: იცოდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა და სანტორინზე დასასვენებლად წავიდა

ახალგაზრდა ქალის უპასუხისმგებლობამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, ვინაიდან ის მიეკუთვნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც არ უფრთხილდებიან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და სხვების სიცოცხლეს, გარდა საკუთარისა, სერიოზულ საფრთხეებს უქმნიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 24 წლის გოგოზე, რომელსაც შვებულების გატარება სანტორინზე ჰქონდა დაგეგმილი. მან კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა, რომლის პასუხიც თესალონიკი-ათენის მიმართულებით მგზავრობისას შეიტყო და ის დადებითი აღმოჩნდა. მისცეს მკაცრი რეკომენდაცია, რომ ჩასვლისთანავე მიეკითხა დასავლეთ ატიკის ერთ-ერთი საავადმყოფოსთვის. თუმცა, მან მშვიდად დაიძინა და არც იმ დღეს და არც მეორე დილით არსად მისულა. შემდეგ კი, როგორც ირკვევა, პირეოსიდან სანტორინის მიმართულებით გაემგზავრა.

რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რამდენ ადამიანთან შეიძლებოდა ის კონტაქტში შესულიყო. ახალგაზრდა ქალმა იცოდა, რომ კორონავირუსის მატარებელი იყო და იქცეოდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

მისი იდენტიფიცირება მანამდე მოხერხდა, ვიდრე ის სანტორინის პორტში ჩავიდოდა და კუნძულზე გადასვლის უფლება არ მისცეს. იზოლირებულ კაბინაში მოათავსეს და პირეოსზე დააბრუნეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვარაუდობენ, რომ მისგან სხვა ბევრი ადამიანი დაინფიცირდა.

onalem

ტესტ