fbpx
კრიმინალი

32 წლის ბერძენი, რომელმაც ტაქსიდან 130.000 ევრო მოიპარა, პოლიციამ დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა საბერძნეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად 130.000 ევროს მოპარვა ედება.

კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის თვეში კალამარიაში გაჩერებული ტაქსიდან დიდი რაოდენობით თანხა დაიკარგა, რომელიც მძღოლს ეკუთვნოდა. სწორედ ამ თანხის ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს 32 წლის ბერძენი.

ირკვევა, რომ მან საბარგულიდან 130.000 ევრო აიღო და შემდეგ თავისი მანქანით გაიქცა. პოლიციამ მას ავტომობილი ჩამოართვა, როგორც დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ტრანსპორტი.

დაკავებული თესალონიკის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ