fbpx
საზოგადოება

“ღმერთმა დასწყევლოს ის წუთი, როცა ვუთხარი, ვაქცინა გაეკეთებინა” – ნასოს კატრის მამა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია

ცნობილი სტილისტის, ნასოს კატრის მამა უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ახალგაზრდა მამაკაცი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრიდან მეორე დღეს, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.

“ახლა კეთდება ექსპერტიზა, რომ გავიგოთ, ზუსტად რამ გამოიწვია სიკვდილი. მას არ ჰქონდა თანმდევი დაავადებები. გამოკვლევები გაიკეთა, სამსახური უნდა დაეწყო. არ ჰქონია არანაირი პრობლემა. მინდა ზუსტად ვიცოდე რა მოხდა. ვაქცინა გაიკეთა და მშვენივრად გრძნობდა თავს.

რა ვთქვა?! წინა დღეს გაიკეთა აცრა AstraZeneca-თი, სახლში იყო თავის მეგობრებთან ერთად, საღამოს 9-10 საათამდე. მეორე დღეს ისევ დავურეკეთ და არ პასუხობდა. იძულებულები გავხდით, რომ ხალკიდიდან ათენში წამოვსულიყავით. მანამდე მისი მეგობრები მივიდნენ სახლში და საწოლში მკვდარი იპოვეს. შემდეგ პოლიცია მოვიდა და ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შაბათს დავკრძალავთ.

ნასო ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი ბიჭი,” თქვა მიხალის კატრიმ.

onalem

ტესტ