fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სამსახურიდან გათავისუფლება არავაქცინირებულ თანამშრომლებს?! რა განაცხადა პელონიმ

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ვაქცინაციის ვალდებულებაზე დაიწყო საუბარი, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, რა ბედი ეწევათ მათ, ვისაც არ სურთ ვაქცინის გაკეთება. ვინაიდან მთავრობა გეგმავს, რომ წაახალისოს ვაქცინაცია და პრიორიტეტები მიანიჭოს მათ, ვისაც გაკეთებული ექნებათ აცრა, პროტესტი საზოგადოების მხრიდან არ წყდება.

რაზეა საუბარი? ვის ეხება ვაქცინირების ვალდებულება? რა შეიცვლება სამსახურებთან დაკავშირებით? გაათავისუფლებენ თუ არა დასაქმებულს მხოლოდ იმის გამო, რომ აცრის წინააღმდეგია?!

ყველა ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია:

პირველ ეტაპზე ვაქცინირების ვალდებულება შესაძლოა შეეხოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში მომუშავე პერსონალს. მთავრობა ასევე განიხილავს, რომ იგივე ვალდებულება დაუწესდეთ მასწავლებლებსა და ლექტორებს.

რაც შეეხება სამსახურს და გათავისუფლებას, არისტოტელია პელონიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ საბერძნეთში თანამშრომელი სამსახურიდან არ გათავისუფლდება იმის გამო, რომ არ არის ვაქცინირებული.

“ჯანდაცვის წარმომადგენელთა ვაქცინირების ვალდებულების საკითხი ძალიან დეტალურად განიხილება მთავრობის მიერ, სიმკაცრითა და ამავე დროს, გაგებით. კირიაკოს მიცოტაკის უკვე ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული ჩარჩო. მაგრამ არც კი განიხილება იმ თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხი, რომელთაც არ აქვთ გაკეთებული ვაქცინა. 

ამ დროისთვის საბერძნეთში არსებული მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ სწორ გზაზე მივდივართ და ყველაფერი უფრო და უფრო უმჯობესდება. ფიქსირდება დეესკალაცია და მართვით სუნთქვაზე მყოფთა რიცხვი მცირდება. ამ დროისთვის რეანიმაციაში მოთავსებულთა უმეტესობა არ არის აცრილი. 

პრაქტიკა უკვე ადასტურებს, რომ ვაქცინაცია იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, აშენებს იმუნიტეტის კედელს და ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ გახსნას. საბერძნეთში ამ პროცესის მიმდინარეობა ერთ-ერთი სამაგალითოა ევროპაში.”

 

onalem

ტესტ