fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გაფიცვების ახალი ტალღა ათენში ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში ოთხშაბათს გაფიცვების ახალი ტალღა გველის. ამასთანავე, გაიმართება გაფიცული თანამშრომლების აქციები.

კერძოდ, 2 ოქტომბერს, 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ ΑΔΕΔΥ-ის (საჯარო სამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა გაერთიანება) წევრები და ისინი დილის 11:00 საათიდან კლათმონოს მოედანზე დაიწყებენ შეკრებას.

ასევე 24 საათით იფიცებიან ΠΑΜΕ-ს (საბერძნეთის მოვაჭრეთა გაერთიანება და თითოეული საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი) წევრები, რომლებიც აქციას 10:30 საათიდან პროპილეაში გამართავენ.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია ზუსტად როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი, თუმცა, სავარაუდოდ, ათენის ცენტრში (კლავთმონო, სინდაღმა, ომონია) გადაადგილება პრობლემური იქნება.

onalem

ტესტ