fbpx
საზოგადოება

“ძაღლი აივნიდან შემოვიდა და ჩემი შვილი დაკბინა, სახეზე ნაკერები აქვს” – რას აბობს 2 წლის გოგონას დედა

როტვეილერის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ თავად იმ გოგონას დედა ჰყვება, რომელსაც შაბათს შუადღეს ნათესავის ძაღლი დაესხა თავს და სახის არეში დაკბინა.

ბავშვი 2 წლის არის და მშობლებთან ერთად ნათესავის ოჯახში იმყოფებოდა. როგორც ქალი ჰყვება, ძაღლი აივნიდან შევარდა და მაშინვე ბავშვს ეცა.

“მადლობა ღმერთს, რომ ბავშვი კარგად არის. მას აქვს ნაკერები, მაგრამ კარგადაა,” ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ როტვეილერმა რამდენიმე ხნის წინ გლიკა ნერაში 2 თვის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა.

onalem

ტესტ