fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ათენი: საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი 22 წლის გოგონა, სავარაუდოდ, სატანისტური რიტუალისას მოკლეს

შედეგები, რომელიც საბერძნეთის პოლიციამ გამოძიების შედეგად მიიღო, ბომბივით გასკდა. როგორც უკვე ცნობილია, ეგალეოში, საცხოვრებელ ბინაში 22 წლის სტუდენტი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა, ამ დრომდე ვერ დგინდებოდა, თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი. ერთადერთი ვარაუდი თვითმკვლელობა იყო, თუმცა, ოფიცრები ბევრად შოკისმომგვრელ კვალზე გავიდნენ.

ტატიანა სტეფანიდუს გადაცემაში ითქვა, რომ 22 წლის გოგონა სატანისტური ჯგუფის წევრი იყო და სწორედ სატანისტური რიტუალის შესრულებისას მოკლეს.

რატომ დაიდო ასეთი შედეგები?!

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცნაურ მდგომარეობაში იპოვეს. 20 მარტი, როდესაც სავსე მთვარეობა და ბუნიობის დღეა, სატანისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია, რომელსაც სექსუალური ორგიებითა და სხვადასხვა რუტუალებით აღნიშნავენ.

onalem

ტესტ