fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი, მაგრამ ბერძნული ამბავი – ავტოსკოლის მასწავლებელმა მანქანა შშმ პირების ადგილას დააყენა

თესალონიკში დაუჯერებელი, მაგრამ ბერძნული ამბავი მოხდა… მასწავლებელმა, რომელიც ავტოსკოლაში მუშაობს და არც მეტი, არც ნაკლები, ახალბედებს მანქანის მართვას ასწავლის, ავტომობილი გააჩერა იმ ადგილას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

კადრი ინტერნეტ-სივრცეში სწრაფად გავრცელდა და საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

საგზაო წესების მიხედვით, როცა მძღოლი შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილას აჩერებს მანქანას, ერთმევა სანომრე ნიშნები, ჯარიმდება და ასევე, ერთმევა მანქანის მართვის უფლება 60 დღით.

onalem

ტესტ