fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა ათენში: მატარებელი, რომელიც აეროპორტში უნდა წასულიყო, ანო ლიოსიაში აღმოჩნდა

ათენის საგარეუბნო მატარებელში მგზავრები სრულ პანიკაში ჩაცვივდნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ აეროპორტის ნაცვლად ანო ლიოსიაში მივიდნენ. ცხადია, მათ ჰქონდათ ფრენები, რომელთათვისაც უნდა მიესწროთ, შესაბამისად, საკმაოდ აღელდნენ, როცა მიხვდნენ, რომ მატარებელი სრულიად საპირისპირო მხარეს მიდიოდა.

ირკვევა, რომ მატარებელი იდგა არასწორ ლიანდაგებზე, რამაც მიმართულება შეუცვალა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. მგზავრებს არავინ ააფერი შეატყობინა, ასევე, სრულ დაბნეულობაში იყო მემანქანეცა და სხვა თანამშრომლებიც.

როცა ისინი ანო ლიოსიაში გაჩერდნენ, გავრცელდა ხმოვანი შეტყობინება, რომ მატარებელი განახორციელებდა ახალ რეისს და მგზავრები ისევ ჩასხდნენ ვაგონებში, თუმცა, ტრანსპორტი არ დაიძრა.

საბოლოოდ, მგზავრებს უთხრეს, რომ გადასულიყვნენ მეორე მხარეს და გაჰყოლოდნენ სხვა მატარებელს, რომელიც საპირისპირო მხრიდან მოდიოდა და აეროპორტისკენ ჰქონდა მიმართულება.

onalem

ტესტ