fbpx
საბერძნეთი

სრული კარანტინი არავაქცინირებულებისთვის?! რა უპასუხა კირიაკოს მიცოტაკიმ ბრიტანულ მედიას

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი კოლეგასთან, ბორის ჯონსონთან დანიშნული შეხვედრის ფარგლებში, ბრიტანეთში იმყოფება. ის მიწვეული იყო დილის გადაცემაში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, შეეხო მიგრაციისა და პანდემიის საკითხებს, ასევე, თურქეთის პროვოკაციებს.

“მაქვს ვალდებულება, რომ საკუთარი ქვეყნის საზღვრები დავიცვა. თურქეთს მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს მასსა და ევროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რადგან მეტი შეუძლია გააკეთოს, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

რაც შეეხება პანდემიასა და კარანტინს, საბერძნეთი არ აპირებს, რომ ავსტრიის მაგალითი გაიმეოროს, სადაც ვაქცინირებულებს მკაცრი აკრძალვები აქვთ. საზოგადოების აუცრელ პირებზე არ გავრცელდება სრული კარანტინი.”

პრემიერ-მინისტრმა ბრიტანელებს მოუწოდა, რომ აქედანვე დაგეგმონ 2022 წლის ზაფხულის შვებულება საბერძნეთის კუნძულებზე.

ამრიგად, მიცოტაკის განმარტებით, საბერძნეთში არავაქცინირებულ საზოგადოებას არ ექნება მკაცრი აკრძალვები, ანუ ტესტის უარყოფითი პასუხის საშუალებით ექნება წვდომა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებზე ისე, როგორც ეს ახლა არის ძალაში.

onalem

ტესტ