fbpx
საზოგადოება

ვინ არის აგიოს ნიკოლაოსზე შეჯახების შედეგად დაღუპული მამაკაცი და როგორ მოხდა ინციდენტი?!

აგიოს ნიკოლაოსზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცი 41 წლის პეტროს იამალია. ის თავის ორ თანამშრომელთან ერთად სპეციალურ სამუშაო ვაგონში იჯდა, რომელიც კიფისიიდან მოდიოდა. საუბარია სპეციალურ მოწყობილობაზე, რომელსაც ვაგონის ფორმა აქვს და გამოიყენება რელსების დასამუშავებლად.

შეჯახება გამოიწვია სწორედ ამ მოწყობილობის მუხრუჭების დაზიანებამ, შიგ მსხდომ თანამშრომლებს არ შეეძლოთ მისი შეჩერება და სწორედ ამიტომ, ΣΤΑΣΥ-ის კომპეტენტურმა სამსახურმა მის მოპირდაპირედ მატარებელი დააყენა. ეს იყო ერთადერთი გზა მის შესაჩერებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ერთ-ერთი გადარჩენილი ამბობს, პირეამდე ჩავიდოდნენ, უკონტროლო, ავარიული სვლით. ისინი თავის გადასარჩენად ვაგონიდან გადმოხტნენ და ერთ-ერთისთვის ეს საბედისწერო აღმოჩნდა.

41 წლის პეტრო ΙΣΑΠ-ში 2007 წლიდან მუშაობდა. თითოეული თანამშრომელი მას ახასიათებს როგორც მშრომელ და სამართლიან ადამიანს.

onalem

ტესტ