fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“თუ ერდოღანს ჰგონია, რომ საბერძნეთის სუვერენიტეტს არ დავიცავ, ძალიან ცდება” – კირიაკოს მიცოტაკის

თურქეთის პრეზიდენტს, რომელმაც ბოლო დღეებში მიცოტაკის მისამართით რადიკალური განცხადებები გააკეთა, საბერძნეთის პრემიერი თავადაც პასუხობს. კერძოდ, ეკონომიკურ ფორუმზე კირიაკოს მიცოტაკიმ განაცხადა, რომ საბერძნეთის სუვერენიტეტს ბოლომდე დაიცავს.

“თუ პრეზიდენტი ერდოღანი ფიქრობს, რომ საბერძნეთის სუვერენიტეტს ბოლომდე არ დავიცავ, ძალიან ცდება. ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მან თქვა, რომ დაარეგულირებდა მიგრაციის საკითხს, მაგრამ ათობით ათასი სასოწრაკვეთილი მიგრანტი გამოგვიგზავნა, ჩვენ კი ამ ყველაფერს “არა” ვუთხარით და დავიცავით საბერძნეთის საზღვრები. ეს საკითხი მივიყვანეთ ევროპულ დონემდე… ის ისევ იგივეს ამბობდა, რომ არ უნდოდა ჩემთან საუბარი. ვიმედოვნებ, რომ აზრს შეიცვლის, მაგრამ უნდა დავსერიოზულდეთ. რეალობა ის არის, რომ ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ყოველთვის საჭირო იქნება, რომ ვისაუბროთ. მინიმუმ, უნდა დავტოვოთ ღია გზები კომუნიკაციისთვის.

ჩვენ არასოდეს ვიქნებით ქვეყანა, რომელსაც არ სურს მეზობელთან საუბარი. თუ ის ფიქრობს, რომ მე არ დავიცავ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს და არ ვეტყვი მთელ მსოფლიოს, რომ თურქეთი რევიზიონისტულად იქცევა, ძალიან ცდება!” ამბობს მიცოტაკი.

onalem

ტესტ