fbpx
საზოგადოება

1,536 ევრო უგემურ კერძებში მიკონოზე და მიმტანები, რომლებიც კლიენტებს ემუქრებიან

მიკონო და იქ არსებული ფასები რომ მოკვდავი ადამიანებისთვის არ არის, ეს უკვე ვიცით, თუმცა, სავარაუდოდ ამერიკელი ტურისტები, რომლებიც ქარების კუნძულზე ჩამოდიან, არ არიან კარგად ინფორმირებულები, თუ რა თანხების გადახდა მოუწევთ საკვებსა და სასმელში.

როგორც ცნობილი გახდა, ბრიტანულ მედიასთან ჩივიან ამერიკელი ტურისტები, რომ მიკონოზე, ცნობილ რესტორანში “DK Oyster”, მოატყუეს, ხოლო შემდეგ დაემუქრნენ. რას გულისხმობენ ისინი?!

ირკვევა, რომ ტურისტებმა შეუკვეთეს ერთი პორცია კალამარი, სპაგეტი კიბორჩხალით, სალათი და პური, როდესაც ეს ყველაფერი მიირთვეს, მიუვიდათ ქვითარი, რომელმაც სახტად დატოვა. როგორც ისინი ამბობენ, 1,536 ევროს გადახდა მოუწიათ.

ერთ-ერთი ტურისტი ამბობს, რომ თავადაც მარკეტინგით არის დაკავებული და ესმის, რომ თითოეული დაწესებულება ცდილობს საკუთარი პროდუქტის გაყიდვას, მაგრამ ამ კონკრეტული რესტორნის პერსონალი საკმაოდ აგრესიული იყო და ისეთი ფსიქიკური ზეწოლა მოახდინეს მათზე, რომ უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ ეს თანხა გადაეხადათ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კერძები არც ისეთი გემრიელი იყო, რომ ასეთი მაღალი ფასი ჰქონოდა.

onalem

ტესტ