fbpx
საზოგადოება

ოჯახის ექიმთან პირველი ვიზიტი და გამოკვლევები სრულიად უფასოდ – საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახის ექიმს აირჩევენ, მათთან პირველი ვიზიტი და გამოკვლევები უფასოდ ეკუთვნით.

ტელეკომპანია ΑΝΤ-თან საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირად ოჯახის ექიმთან დარეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც პირველ ვიზიტებს დანიშნავენ მათთან, უფასო მომსახურებას მიიღებენ. ვიზიტები ოქტომბრის პირველ 10 დღეში დაიწყება და მოქალაქეებისთვის უფასო იქნება არა მხოლოდ პირველი მიღება/კონსულტაცია, არამედ გამოკვლევების პაკეტები.

“სხვა ქვეყნებში გეუბნებიან, რომ თუ გყავს პირადი ექიმი, სხვა ექიმებთან წასვლა არ შეგიძლია, ხოლო საბერძნეთში გეუბნებით, რომ ყველგან შეგიძლიათ წასვლა, მაგრამ ვალდებული ხარ, რომ დარეგისტრირდეთ. მოტივაცია გაქვთ, გაქვთ უფასო ანალიზები, ხართ პრიორიტეტული. უფასო ანალიზების ზუსტი პაკეტები უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ პროცესში, რეგისტრირდებიან და ირჩევენ ოჯახის ექიმს, მოლოდინს გადააჭარბა. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 3.130.000 მოქალაქე, ხოლო არჩეულ ექიმთა რაოდენობა 3.200-ია,” ამბობს პლევრი.

onalem

ტესტ