fbpx
საბერძნეთი

“ოქტომბრის ბოლოს ახალი კრიზისი საბერძნეთში, რომლის მასშტაბების დადგენა შეუძლებელია” – რაზე საუბრობს ნიკოს ძანაკის

პულმუნოლოგიის პროფესორმა, ნიკოს ძანაკიმ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ომიკრონ 5-ის ბოლო ვარიანტი, ე.წ. “კენტავრის” შტამი ყველაზე მეტად გადამდებია და საბერძნეთში ოქტომბრის თვიდან ეპიდმდგომარეობის დამძიმებაა მოსალოდნელი.

ძანაკი აღნიშნავს, რომ ვითარება ჯერ კიდევ სტაბილურია სექტემბერში, ვინაიდან მოსახლეობის 80%-90% ან აცრილია ან გამომუშავებული აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი, ვირუსის გადატანის ფონზე, მიუხედავად ამისა, აღნიშნავს, რომ ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე მოსალოდენლია ახალი ტალღის გააქტიურება და ახალი კრიზისი, რომლის მასშტაბების დადგენა ამ დროისთვის შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთში ოფიციალურად დადასტურდა “კენტავრის” ვარიანტით დაავადების შემთხვევა, 14 სექტემბრიდან კი, ასევე დაიწყო ახალი ტიპის ვაქცინებით აცრები, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ პირველადი ჯანდაცვის მდივანმა, მარიოს თემისტოკლეუმ და ვაქცინაციის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტმა, მარია თეოდორიდუმ ისაუბრეს. ახალი ტიპის ვაქცინები ომიკრონის შტამების წინააღმდეგ არის შექმნილი, რომლებიც, როგორც მეცნიერები იუწყებიან, მეტი ეფექტურობით გამოირჩევიან.

onalem

ტესტ