fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთში მაღაზიები იხსნება – SMS, დისტანცია და ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ 18 იანვრიდან

დღეს საბერძნეთში უმნიშვნელოვანესი დღეა – იხსნება მაღაზიები, სილამაზის სალონები, წიგნების მაღაზიები, ესთეტიკური ცენტრები და ამუშავდება დიდი სავაჭრო ცენტრებიც კი. ეს ყველაფერი, ცხადია, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ 18 იანვრიდან ყველა ამ დაწესებულებაში სტუმრობისას თითოეულმა ადამიანმა უნდა გააგზავნოს SMS, ციფრით 2, ნომერზე 13033.

ასევე, მაღაზიებს და სუპერმარკეტებს აქვთ უფლება იმუშაონ 24 იანვარს, კვირა დღესაც, თუმცა, ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ სურვილზე.

იმ ზონებში, რომლებიც გამოცხადებულია “წითელ ზონებად”, მაღაზიები მხოლოდ და მხოლოდ Click Away-ს პრინციპით იმუშავებს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიებზე შიგნით შესვლა შესაძლებელი იქნება. ცხადია, მკაცრად იქნება გაკონტროლებული მომხმარებელთა რაოდენობა.

მაღაზიებში წასასვლელად საჭირო არ იქნება ვიზიტის წინასწარ დანიშვნა, არამედ პირდაპირ მიბრძანდებით სასურველი ნივთის შესაძენად. მხოლოდ უნდა გაითვალისწინოთ ორი რამ:

  • აუცილებლად უნდა გქონდეთ გაგზავნილი SMS, ციფრით 2, 13033-ზე, რომელიც 2 საათის მანძილზე იქნება ძალაში.
  • უნდა იცოდეთ, რომ მაღაზიაში მკაცრად იქნება გაკონტროლებული მომხმარებელთა რაოდენობა, რის გამოც, შესაძლოა პირდაპირ შესვლა ვერ შეძლოთ და მოგიწიოთ ლოდინი.

*აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, ძალაში რჩება ტელეფონის საშუალებით შეკვეთა და შემდეგ გამზადებული შეკვეთის წამოღება.

 

onalem

ტესტ