fbpx
საბერძნეთი

“სირთულეები წინ გვაქვს, 20 სექტემბრიდან, როცა ამინდი შეიცვლება, ვირუსის გავრცელება უნდა შეწყდეს” – ნიკოს კაპრაველოს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრეს პროფესორებმა ნიკოს კაპრაველომ და მატინა პაგონიმ. კაპრაველომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირთულეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, ხოლო პაგონი აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული პრობლემა, ვინაიდან რეანიმაციული განყოფილებები კვლავ ივსება.

“საავადმყოფოში, რომელსაც 20 საწოლი აქვს, 18 სავსეა, ანუ 90%. კიდევ გვაქვს 10 საწოლი მათთვის, ვისაც სხვა დაავადებები აქვს და ესაჭიროებათ ინტუბაცია. 

ბრძოლა მიმდინარეობს ნიღბებით, დისტანციით, ვაქცინაციით, უნდა ავაშენოთ იმუნიტეტის კედელი. მოველით, რომ 20 სექტემბრიდან, როდესაც ამინდი შეიცვლება, ვირუსის გავრცელება გარკვეულწილად შესუსტდება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები, რომლებიც 13 სექტემბრიდან შედის ძალაში და ამ ყველაფერმა უნდა იმუშაოს,” აცხადებს კაპრაველო.

პროფესორი გულისხმობს, რომ ვინაიდან აუცრელებს უწესდებათ ახალი შეზღუდვები, ამინდის ცვლილებასთან ერთად დახურულ სივრცეებში მხოლოდ ვაქცინირებულები გადაინაცვლებენ და დიდი ალბათობით, ვირუსმა სწრაფი გავრცელება უნდა შეწყვიტოს.

 

onalem

ტესტ