fbpx
საბერძნეთი

ათასობით მგზავრი პირეას პორტში – ვითარება 15 აგვისტოს მოგაგონებთ (კადრები)

პირეას პორტში წითელ პარასკევს განსაკუთრებით დიდი აქტივობაა. გემები სრულად შევსებულები გადიან და ათასობით მგზავრი ტოვებს ათენს აღდგომის სხვადასხვა კუნძულებსა და სოფლებში შესახვედრად.

ყველაზე პოპულარული მიმართულება კიკლადესის კუნძულებია და გემები 95%-ით სავსეები გადიან.

გუშინ პირეას პორტიდან 19 გემი გავიდა, რომელზეც 21,853 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო დღეისთვის ჯამში 14 რეისია დაგეგმილი.

გასულ ოთხშაბათს პირეადან 70.000-მდე ადამიანმა დატოვა ათენი და კიკლადესის კუნძულების მიმართულებით გაემგზავრა, ასევე პოპულარულია, დოდეკანესის კუნძულები, კრეტა, ჩრდილოეთ ეგეოსი.

onalem

ტესტ