fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში მღებავმა 80 წლის ქალი მოატყუა და მისი სახლი 10.000 ევროდ იყიდა, როცა ობიექტური ღირებულება 100.000 ევრო იყო

თაღლითობის შემთხვევა თესალონიკში მოხდა, სადაც 80 წლის ქალი მღებავმა მოატყუა, რომელიც მისსავე სახლში მუშაობდა და კედლებს უღებავდა.

როგორც ირკვევა, 80 წლის ქალს დემენცია აქვს და მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ არის ნორმის შესაბამისი, აქედან გამომდინარე მღებავმა ისარგებლა და თაღლითური გზით, ის სახლი, რომელშიც მუშაობდა, შეიძინა, თუმცა, იმაზე გაცილებით ნაკლებ ფასად, ვიდრე რეალურად ღირს.

მოხუცის ქალიშვილი აცხადებს, რომ მამაკაცმა მოახერხა, რომ სახლი 10.000 ევროდ “შეეძინა”, როცა მისი ობიექტური ღირებულება 100.000 ევროს შეადგენს. ეს ყველაფერი ოჯახის არცერთმა წევრმა არ იცოდა, ამიტომ მღებავმა მოხუცს ხელი სხვადასხვა საბუთებზე მოაწერინა, რის შედეგადაც სახლი საბოლოოდ მის კუთვნილებაში გადავიდა.

ქალი აცხადებს, რომ ხელთ აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დედამისს, ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო გაეაზრებინა და ხელი მოეწერა რაიმე საბუთზე.

onalem

ტესტ