fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის მორიგი რეიდი, ე.წ. “სკუპა” – დაკავებულია 14 ადამიანი

საბერძნეთის პოლიციამ განახორციელა მორიგი რეიდი, ე.წ. ოპერაცია “სკუპა”, რომელიც სხვადასხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლისკენ იყო მიმართული.

ამჯერად კონტროლი და შემოწმებები პოლიციის მიერ განხორციელდა თესალონიკის, კერძოდ, როტონდას ტერიტორიაზე, ასევე, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქმის მასალების მიხედვით, უნივერსიტეტთან დააკავეს ორი ადამიანი, რომელთაც აღმოაჩნდათ ნარკოტიკული საშუალებები, ერთ-ერთი მათგანი კი, ნასამართლევი იყო ყაჩაღობისთვის და 5 წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

შემოწმებებია ფარგლებში დააკავეს ჯამში 14 ადამიანი, მათი ბრალდებები უკავშირდება ძირითადად, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ქურდობას.

onalem

ტესტ