fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა განქორწინების შემდეგ საგადასახადო სამსახურს შეატყობინა, რომ მისი მეუღლე სახელმწიფოს თანხას პარავდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენში მოხდა, სადაც მამაკაცმა საგადასახადო სამსახურს შეატყობინა, რომ მისი ყოფილი მეუღლე სახელმწიფოს თანხას პარავდა წლების მანძილზე, ანუ არ აფიქსირებდა შემოსავალს, რომელიც რეალურად ბიზნესს ჰქონდა. ისინი ცოლ-ქმარი 10 წლის მანძილზე იყვნენ, ფლობდნენ ბიზნესს და მაღაზიები ჰქონდათ ათენში, კუნძულ პაროსსა და მიკონოსზე.

როგორც ირკვევა, განქორწინების შემდეგ ისინი წილებზე ვერ შეთანხმდნენ და გაბრაზებულმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს სამაგიერო ასე გადაუხადა. საგადასახადო სამსახურს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ქალი სისტემატიურად “ქურდავდა” სახელმწიფოს. მათი მაღაზიების ბრუნვა ჯამში 2 მილიონ ევროსაც კი აჭარბებს.

“ახლა ვხვდები, რატომ გქონდა სახლში თანხის სამი საცავი, გეუბნებოდი, რომ ფული ბანკში შეგენახა, მაგრამ არ გინდოდა, რადგან მთელი ეს თანხა “შავი” იყო. მითხარი, რომ 100.000 ევროს მომცემდი ნაღდი ფულის სახით, რომ ჩვენი უთანხმოება მოგვარებულიყო, მაგრამ ესეც არალეგალური გზით გინდოდა გაგეკეთებინა,” ამბობდა მამაკაცი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მტკიცებით, ქალი ღალატობდა და ბიზნესიდან საერთოდ გაათავისუფლა, არ დაუტოვა არცერთი უფლება და ხელი მოაწერა მისი სამსახურიდან გაშვების დოკუმენტებს. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადაწყვიტა მამაკაცმა, რომ ყოფილი ცოლის უკანონობების შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის შეეტყობინებინა.

onalem

ტესტ