fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 31 იანვრიდან შეზღუდვები იხსნება! – ნახეთ ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალური განცხადებები

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ, საბერძნეთში ზომების მოხსნის შესახებ დააანონსა. როგორც ირკვევა, ქვეყანაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბოლოს მიღებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

კერძოდ, პლევრის განმარტებით, 31 იანვრიდან სარესტორნო სფეროს დაწესებულებებში: კაფე-ბარები, ტავერნები, რესტორნები, იხსნება მუსიკის აკრძალვა, შესაბამისად, ყველა ეს დაწესებულება ორშაბათიდან მუშაობას მუსიკის თანხლებით შეძლებს.

ასევე, იხსნება სარესტორნო სფეროს დაწესებულებათა ღამის 12 საათზე დაკეტვის ვალდებულება, ისინი იმშავებენ იმ გრაფიკით, რასაც ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

მიუხედავად ამისა, მინისტრის თქმით, კვლავ ძალაში რჩება მოედნებზე მაყურებელთა მხოლოდ 10%-ის დაშვების წესი, პირბადის ყველგან ტარებისა და ორმაგი პირბადის ტარების ვალდებულება საჯარო ტრანსპორტსა და სუპერმარკეტებში.

თანოს პლევრიმ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატები, რომლებიც 1 თებერვლიდან ვადაგასულებად ჩაითვლებოდა, მე-3 დოზის მიუღებლობის გამო, ძალაში დარჩება 7 თებერვლამდე, ვინაიდან უამინდობის გამო ბევრი ვიზიტი გაუქმდა.

საუბარია იმ ადამიანების სერთიფიკატებზე, რომელთაც ვაქცინის მეორე დოზა 7 თვის წინ მიიღეს და მე-3 დოზის გაკეთების გარეშე, არსებული კანონის მიხედვით, დოკუმენტი უუქმდებოდათ.

onalem

ტესტ