fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი – კლიმატური ფენომენი “Αθηνα” საბერძნეთს უახლოვდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში კლიმატური ფენომენის “Αθηνα”-ს ფააქტიურებას ამინდის გაუარესება მოჰყვება, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელება.

კერძოდ, კლიმატური ფენომენი ქვეყანას თავს დღეს ღამით დაატყდება ჩრდილო-დასავლეთიდან და გამოიწვევს ძლიერ წვიმას, სეტყვას, ქარიშხალსა და ჭექა-ქუხილს. ქარის ძალა რამდენიმე რეგიონში 9 ბალსაც კი მიაღწევს, ბუფორტის სკალით.

დღეს, 6 ოქტომბერს, წვიმა მოსალოდნელია იონიის ჩრდილოეთით და იპირუს ტერიტორიაზე.

ხვალ, ხუთშაბათს ნალექი მოვა იონიის კუნძულებზე, იპიროში, დასავლეთ სტერეაში, თესალიაში, დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში.

შუადღიდან გაწვიმდება პელოპონისოს ჩრდილო-დასავლეთით და ნელ-ნელა მთელ პელოპონისოზე გავრცელდება.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, იწვიმებს პარასკევიდან (08.10) და მოსალოდნელია ძლიერი ქარიშხალიც, ადრეული დილის საათებიდან საღამომდე.

onalem

ტესტ