fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! სრული თავისუფლება ვაქცინირებულ პირებს საბერძნეთში – ახალი ზომები

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ, ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის აცრილი ნაწილისთვის კარანტინი სრულდება და მათ სრული თავისუფლება ექნებათ სოციალური აქტივობების თვალსაზრისით.

ვაქცინირებულ პირებს არ ექნებათ არანაირი შეზღუდვა არც ღია და არც დახურულ სივრცეებში, შესაბამისად, აუცრელები არ იქნებიან დაშვებული დახურულ სივრცეებში, რომლებიც მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის არის განკუთვნილი. ასევე, აცრილებს აბსოლუტური თავისუფლება ექნებათ “წითელ” ზონებად გამოცხადებულ რეგიონებში გადაადგილების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ მათ ყოველთვის უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები, ატარონ პირბადე.

ადგილებში, რომლებსაც აქვთ სტატუსი “შერეული”, ანუ დასაშვებია, როგორც აუცრელი, ასევე აცრილი პირების შესვლა, აუცრელებს მოეთხოვებათ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, ამიტომ კარგად უნდა გაარკვიოთ, თუ რა სტატუსის ქვეშ მუშაობს ესა თუ ის დაწესებულება.

რა იცვლება ზუსტად?!

“წითელ” ზონებში უქმდება მინი-კარანტინი.

უქმდება მუსიკის და გადაადგილების აკრძალვა.

გასართობ დაწესებულებებში ვაქცინირებულებს არ ექნებათ არანაირი შეზღუდვა (ბარები, კლუბები), შესაძლებელი იქნება ფეხზე დგომაც, ანუ არ იქნება მხოლოდ გასაზღვრული რაოდენობის მაგიდები.

15 დღეში განიხილება ისიც, რომ მოიხსნას დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მათთვის, ვინც სრულად ვაქცინირებულია.

ამ დროისთვის საბერძნეთში 12 მილიონი აცრაა ჩატარებული, თუმცა, იმუნიტეტის კედელი ჯერ კიდევ არ არის მყარი.

 

onalem

ტესტ