fbpx
საბერძნეთი

“არ არსებობს თავდაცვის მაგიური საშუალება, მომდევნო დღეები რთული იქნება” – კირიაკოს მიცოტაკის

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ქვეყანაში მძვინვარე ხანძრებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებები გააკეთა შეხვედრაზე, რომელიც სპეციალურად შედგა პრემიერის სასახლეში.

“ხანძრებთან ბრძოლა ყოველთვის რთული იქნება, ვინაიდან ჩვენ ვართ კლიმატური კრიზისის წინაშე და განვიცდით მის შედეგებს. დანარჩენი ზაფხულით სავსე იქნება სირთულეებით, ამიტომ საჭიროა კოორდინაცია და პრევენციული მოქმედებები, რა მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. 

მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ის არის, რომ არ გვაქვს ადამიანური დანაკარგი, ვინაიდან ევაკუაციის ოპერაციები ძალიან ორგანიზებული და ეფექტური იყო. არ არსებობს თავდაცვის რაიმე მაგიური საშუალება და გზა, მოსახლეობამ უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და მიჰყვეს მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში.

რაც შეეხებათ დაზარალებულებს, დაუყოვნებლივ მოხდება მათთვის პირველადი კომპენსაციის გადაცემა, რათა შეძლონ დაბინავება და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ წინ სამი მორიგი რთული დღე გველის, სანამ გვალვის დეესკალაცია მოხდება, ამიტომ ვითხოვთ, რომ მოსახლეობამ თავიდან აირიდოს საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა ხანძარი გააჩინოს. ზოგადად, მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნასა და მოსახლეობასთან კომუნიკაციაში,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ