fbpx
საბერძნეთი

“ათენს უდაბნოდ გადაქცევა ემუქრება, ძლიერი გვალვა და ხანძრები, რომელთაც დასასრული არ აქვთ” – უცხოური მედია საბერძნეთში არსებულ ვითარებაზე

Bloomberg კლიმატურ “ჯოჯოხეთზე” წერს, რომელიც საბერძნეთს ივლისის თვეში დაატყდა თავს და გარდა ძლიერი სიცხისა, უკონტროლო ხანძრებს ბოლო არ უჩანთ. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ლობალური დათბობა საბერძნეთის დედაქალაქის ფართო ტერიტორიას გაუდაბნოების რისკებს შეუქმნის.

გამოცემა წერს, რომ დემოკრატიის აკვანს გაუდაბნოება ემუქრება, ხანძრით დაზარალებული მოსახლეობა კი, ჯერ კიდევ გვალვისგან გამოწვეულ ზარალს ითვლის. საბერძნეთს ხანძრები ართმევს ზეთისხილის პლანტაციებსა და ფიჭვნარს, რომელთა აღდგენასაც უკიდურესად დიდი დრო დასჭირდება. თუკი ხანძრები დაფიქსირდება მომდევნო წელსაც, რომელიც მაგალითად პარნითას მთას დაწვავს, მაშინ ეს ათენს ნამდვილად მიიყვანს გაუდაბნოებამდე.

არსებული პირობები ზოგადად იწვევს სერიოზულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ პლანეტის ზოგიერთი უბანი შესაძლოა მალე სრულიად დაუსახლებელი გახდეს. ცხელი ჰაერის მასები მოემართება სამხრეთიდან, იწვევს ეკოლოგიურ ნგრევას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სუდანი და ჩადი, თუმცა, შემდეგ უკვე გადმოინაცვლებს ევროპაში, სადაც გვაქვს ექსტრემალური სიცხე და ტყის ხანძრები.

საბერძნეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არის, რომელთაც განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ. საუბარია მათ შორის ესპანეთზე, პორტუგალიაზე, იტალიაზე, ბულგარეთსა და რუმინეთზე. ამ ქვეყნებთან ერთად საბერძნეთი სრულიად დაუცველია გაუდაბნოების მიმართ, რადგან ტემპერატურა იზრდება, ხოლო ნალექი იკლებს.

onalem

ტესტ