fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შოკისმომგვრელი მკვლელობა კრეტაზე: ძმამ ძმა მოკლა, შემდეგ კი საწამლავით თავი მოიკლა

28 წლის მამაკაცმა სამზარეულოს დანა აიღო და საკუთარ 21 წლის ძმას მრავალჯერადი ჭრილობები მიაყენა. მამამ შვილი სისხლის გუბეში ნახა და დახმარებას ითხოვდა, რადგან მიხვდა, რომ ჭრილობები სასიკვდილო იყო. ძმის მკვლელმა კი სიცოცხლე სარდაფში თვითმკვლელობით დაასრულა.

შოკისმომგვრელი ოჯახური ტრაგედია რეთიმნოში გუშინ მოხდა. ძმამ ძმა მაშინ მოკლა, როცა ეძინა, ხოლო თვითონ ვირთხების საწამლავი დალია და სული განუტევა.

”დამეხმარეთ, გთხოვთ,” ყვიროდა სასოწარკვეთილი მამა, რომელმაც შვილი სისხლის გუბეში ნახა. ის დასახმარებლად უხმობდა თავისი შვილის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც მათი სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე მუშაობდნენ.

სამეზობლოში ყველამ იცოდა, რომ 28 წლის მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და თავის უმცროს ძმას, ტოლის, ხშირად ეჩხუბებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი შუადღის 2 საათზე დაიწყო, როცა ტოლი თესალონიკიდან ცოტა ხნის დაბრუნებული იყო და ისვენებდა. მისმა 28 წლის ძმამ შემთხვევით ისარგებლა და მძინარეს დაესხა თავს.

ორი ბიჭის მამამ ყვირილი გაიგო, როცა ადგილზე მივიდა, მისი უმცროსი შვილი უკვე სისხლში ცურავდა, ხოლო უფროსს ჯერ კიდევ დანა ეჭირა.

სანამ მამა დახმარებას ითხოვდა, 28 წლის მამაკაცმა სახლის კარი ჩაკეტა, სარდაფში ჩავიდა და ვირთხების საწამლავი დალია.

როცა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მოვიდნენ, ორივე ძმისთვის ძალიან გვიანი იყო.

21 წლის ბიჭის თანამშრომელი ამბობს, რომ ყველამ იცოდა მისი ძმის ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ, თუმცა, ვერასოდეს იფიქრებდნენ, რომ ამ ზომამდე მივიდოდა.

”როცა მათი მამა დასახმარებლად გვიხმობდა, მაშინვე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა, უკვე გვიანი იყო. როგორც ჩანს, ძმის მკვლელობის შემდეგ, მან გაანალიზა თუ რა ჩაიდინა, სარდაფში ჩაიკეტა და საწამლავი დალია,” ჰყვება თანამშრომელი.

მეზობლებისა და თანამშრომლების თქმით, 21 წლის ტოლი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო რეგიონში. ის პატარა ასაკიდანვე ცდილობდა, ყველაფერი ეცადა და ყოველთვის მუშაობდა. ბოლო დროს ის მუდმივად მოგზაურობდა, რომ მძიმე ოჯახური სიტუაციიდან თავი დაეღწია.

მისმა სიკვდილმა ყველა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო.

onalem

ტესტ