fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი: რა წესები მოქმედებს ხვალიდან საბერძნეთის სუპერმარკეტებსა და ბაზრებში?!

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საბერძნეთის მთავრობა საგანგებო ზომებს იღებს სუპერმარკეტებსა და ბაზრებში ვაჭრობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საკვებისა და ანტისეპტიკური საშუალებების შესაძენად ერთდროულად ბევრი ადამიანი წავიდა და ცალკე საფრთხე შეიქმნა ვაჭრობის პროცესშიც, ადონის გეორგიადისმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დარეგულირება.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს საკვირაო ბაზრები, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ მოვაჭრეებმა ატარონ ხელთათმანები და პროდუქტი კლიენტს ჩაუწყონ პარკებში, რომლებიც მათ უფასოდ დაურიგდებათ.

ასევე, კლიენტებმა უნდა დაიჭირონ 2 მეტრიანი დისტანცია გამყიდველთან.

რაც შეეხება სუპერმარკეტებს, იმოქმედებს შემდეგი წესები:

  1. არ დაიშვება დიდი რაოდნეობის ხალხის შესვლა ერთდროულად. განსაზღვრულია 1 ადამიანი ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე.
  2. დამონტაჟდება ანტისეპტიკური საშუალებები შესასვლელებში მომხმარებლებისთვის.
  3. თანამშრომლებმა აუცილებლად უნდა ატარონ ხელთათმანები და იბანონ ხელები ხშირად.
  4. თანამშრომლებმა აუცილებლად უნდა ატარონ ნიღაბი და ხელთათმანები პროდუქტის გახსნისას.
  5. კლიენტი მაქსიმალურად შორს უნდა იყოს სალაროდან. (როგორც შესაძლებელია)
  6. სასურველია კლიენტმა გადაიხადოს ბარათით და მოერიდოს ნაღდი ფულის გამოყენებას.
  7. საპირფარეშოები უნდა აღიჭურვოს თხევადი საპონით, ერთჯერადი ქაღალდითა და ანტისეპტიკური საშუალებებით.
  8. კლიენტებს შორის სალაროსთან უნდა იყოს 2 მეტრიანი დისტანცია.
  9. სალაროსთან რიგში არ უნდა იდგეს 5 ადამიანზე მეტი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნთში არ დაიხურება სუპერმარკეტები და ბაზრები, კვირა დღეს კი სუპერმარკეტები დაკეტილი იქნება, მაგრამ იმუშავებს მიტანის სერვისით.

ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს აფთიაქები.

onalem

ტესტ