fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რა შემთხვევაში დაიხურება ისევ მაღაზიები და სალონები – SMS, რომელიც ძალაშია მხოლოდ 2 საათით

“ჩვენ არ გვეშინია ვირუსის გავრცელების მაღაზიების შიგნით. უდავოა, რომ მაღაზიების პერსონალი ზომებს მკაცრად დაიცავს. გვეშინია მხოლოდ იმის, რომ მაღაზიების გარეთ იქნება დიდი რიგები და ხალხით გადატვირთულობა.

თუკი დავინახავთ, რომ ხალხის დიდი რაოდენობა ერთად იკრიბება და უსაფრთხოების ნორმები ირღვევა, აუცილებლად დაიკეტება ისევ ყველაფერი,” ასეთი განცხადება გააკეთა განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ SMS, ციფრით 2, ძალაშია 2 საათის მანძილზე მხოლოდ მაღაზიებში წასვლისას და ეს არ ეხება სილამაზის სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს.

ამრიგად, ვაჭრობის გარდა, სხვა შემთხვევებში ამ ციფრის გამოყენებისას არ არსებობს შეზღუდვა.

რაც შეეხება სავარჯიშო დარბაზებს, ისინი ჯერჯერობით არ გაიხსნება, თუმცა, გეორგიადისმა აღნიშნა, რომ სულ მალე განაახლებენ მუშაობას ავტოსკოლები.

 

 

onalem

ტესტ