fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში ტემპერატურა მაღლა იწევს – ნახეთ საგანგებო პროგნოზი

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მოსალოდნელი გვალვის შესაწყებ იუწყება. საგანგებო პროგნოზის მიხედვით, ივლისის ბოლო 10 დღე განსაკუთრებით ცხელი იქნება.

სინოპტიკოსთა პროგნოზით დღეიდან, 20 ივლისიდან, ტემპერატურა ზოგიერთ რეგიონში 37 გრადუსამდე აიწევს და სიგრილე, რომელიც ბოლო დღეებში საბერძნეთში ფიქსირდება, აღარ გვექნება. ანუ როგორც ჩანს, ჰაერის ტემპერატურა 28-29 გრადუსიდან 37 გრადუსამდე ადის და ეს საკმაოდ დიდი ცვლილებაა.

დღეს ატიკის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ჰაერი კი 21-დან 33 გრადუსამდე გათბება, თესალონიკშიც ზუსტად იგივენაირი ამინდია ნავარაუდევი.

მაკედონიასა და თრაკიში მოსალოდნელია 18-დან 33 გრადუსამდე, თუმცა, დასავლეთით დაფიქსირდება 3-4 გრადუსით ნაკლები.

თესალიაში, სტერეაში, აღმოსავლეთ პელოპონისოსა და ეპირუსში ჰაერი 18-დან 31 გრადუსამდე გათბება.

კიკლადესის კუნძულებსა და კრეტაზე კი მაქსიმუმ 31 გრადუსი დაფიქსირდება.

კვირის მანძილზე ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე გაძლიერდება ქარი, 5-დან 7 ბალამდე.

onalem

ტესტ