fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში – ძლიერი წვიმა და ქარი საღამოს საათებიდან!

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით. საღამოს საათებიდან საბერძნეთის კონკრეტულ რეგიონებში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და უხვი ნალექი, წვიმის სახით.

კერძოდ, 27 თებერვალს ნავარაუდევია ძლიერი ქვიმა და ჭექა-ქუხილი: იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში, გვიან ღამით ეგეოსის კუნძულებზე, აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკისა და დოდეკანესის კუნძულებზე.

ასევე, თოვაა მოსალოდნელი ეპირუსსა და დასავლეთ მაკედონიაში, საღამოს კი, თრაკიში.

ქარი 6-8 ბალამდე გაძლიერდება ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში. ეგეოსის ზღვაზე კი 9 ბალს მიაღწევს.

ატიკის რეგიონში დღეს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ჰაერი კი 17 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ