fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ექიმის თავდაუზოგავი მცდელობა, რომელმაც 39 წლის ქალის სიცოცხლე გადაარჩინა

უბედური შემთხვევების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველ რამდენიმე წუთს და ხშირად სწორედ ამ რამდენიმე წუთზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე. თუკი დროულად არ გაეწევა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. სწორედ ასეთია თესალონიკში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სკოლის ეზოში 39 წლის მოხალისე ქალი გველგესლამ დაკბინა.

გველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მასწავლებელმა აღმოაჩინა, თუმცა, შემდეგ მოხალისე მივიდა ადგილზე, რათა გველი იქიდან გაეყვანა, თუმცა, ქვეწარმავალმა ის დაკბინა. ქალმა ანაფილაქსიური შოკი მიიღო და როდესაც მასწავლებელმა გააცნობიერა, თუ რა მოხდა, მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

ΕΚΑΒ-ის ექიმმა თავდაუზოგავი ძალისხმევა გასწია და ქალი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანა, რამაც მისი სიცოცხლე იხსნა. როგორც თავად ამბობს, რომ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ის ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. მოხალისე 8 დღის მანძილზე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა, დღეს თავს უკვე კარგად გრძნობს და უღრმეს მადლობას უხდის ექიმს და მის გუნდს.

onalem

ტესტ