fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სასტუმროში იპოვეს 7 წლის ბიჭი, რომელიც დედას ტურისტების გასაქურდად ჰყავდა გაგზავნილი

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ როდოსზე მოხდა. ფალირაკის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს ტერიტორიაზე იპოვეს 7 წლის ბიჭი, რომელიც სრულიად მარტო იმყოფებოდა. მისი მოძრაობა სასტუმროს მენეჯერებმა შენიშნეს და პოლიციას შეატყობინეს.

თავდაპირველად ეგონათ, რომ ბავშვი მშობლებთან ერთად იყო დასასვენებლად აღნიშნულ სასტუმროში, თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბიჭი დედამ გააგზავნა იმისთვის, რომ სასტუმროში მყოფი ტურისტები გაექურდა, თავად გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებოდა, თუმცა, როგორც კი ადგილზე მისული პოლიციელები დაინახა, მაშინვე გაქრა ადგილიდან.

ბავშვი ჯერ ექიმებმა გასინჯეს და როდესაც დადგინდა, რომ ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში აქვს, სპეციალურ მასპინძელ სტრუქტურაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

პოლიცია მისი სხვა ნათესავების მოძებნას ცდილობს, დედის წინააღმდეგ კი, საქმე შესაბამისი მუხლით აღიძრა.

 

onalem

ტესტ