fbpx
საბერძნეთი

ბერძენ ძმებს კრეტაზე მარიხუანას პლანტაციები და 27.800 ევრო აღმოუჩინეს – მათ 780 ნერგი ჰქონდათ

სპეციალური ოპერაციის შედეგად საბერძნეთის პოლიციამ ერთ-ერთ ოჯახურ ბიზნესს მიაგნო, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო, დიდი ფინანსური მოგებით. საუბარია მარიხუანას პლანტაციებზე, რომელიც კუნძულ კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში აღმოაჩინეს.

საქმის მასალების მიხედვით, ბერძენ ძმებს მარიხუანას პლანტაციები ჰქონდათ გაშენებული და დათვლილია მინიმუმ 780 ნერგი, რომელთა სიმაღლეც 2 მეტრს აღწევს. ვრცელდება კადრებიც, რომლებშიც ჩანს, რომ ისინი მაქსიმალურად ზრუნავდნენ აღნიშნულ პლანტაციებზე და აღჭურვილი ჰქონდათ მცენარის ზრდისთვის საჭირო ნივთებით.

გარდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკისა, აღმოაჩინეს 27.800 ევრო, ნაღდი ფული, იარაღები და ვაზნები,რომლებიც უკვე გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

აღსანიშნავია, რომ დააკავეს ერთ-ერთი ძმა და პლანტაციებში მომუშავე პაკისტანელი მამაკაცი, მეორე ძმის ძებნა კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.

იხილეთ კადრები ადგილიდან:

onalem

ტესტ