fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: დააკავეს მშობლები, რომელთაც 1 წლის ბავშვი მანქანაში დატოვეს და საყიდლებზე წავიდნენ

სულ მცირე ხნის წინ არტაში მომხდარმა შემთხვევამ, რომელმაც 5 თვის გოგონას სიცოცხლე შეიწირა, საზოგადოება შეძრა. მამას ბავშვი მანქანაში დარჩა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა დღეს დილით ზაკინთოზეც, სადაც მშობლებს არა თუ დაავიწყდათ, არამედ შეგნებულად დატოვეს მცირეწლოვანი მანქანაში.

კერძოდ, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყვილი, რომელიც დანიიდან არის, გადაწყვიტა, რომ საყიდლებზე წასულიყვნენ, მაგრამ როდესაც მანქანა გააჩერეს, ბავშვი თან არ წაიყვანეს და მანქანაში დატოვეს.

მარტო მყოფი მცირეწლოვანი, საბედნიეროდ, გამვლელებმა შენიშნეს და მაშინვე პოლიცია გამოიძახეს, ოფიცრებმა კარი გააღეს და ბავშვი მანქანიდან გამოათავისუფლეს. პირველადი შეფასებით ის მინიმუმ 30 წუთი იმყოფებოდა მარტო ავტომობილში.

31 და 34 წლის დანიელები არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს. რაც შეეხება უშუალოდ ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს.

onalem

ტესტ