fbpx
საზოგადოება

ელენა პაპარიზუ და ელენი ფურეირა, სავარაუდოდ, ევროვიზია 2024-ზე იმღერებენ

როგორც ჩანს, ბერძნული შოუბიზნესის ცეცხლოვანი ქალბატონები ევროვიზია 2024-ზე განსაკუთრებული სტუმრები იქნებიან – ელენი ფურეირა და ელენა პაპარიზუ მუსიკალური კონკურსის პირველ და მეორე ნახევარფინალებში იმღერებენ.

კატერინა კენურიუს გადაცემის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ელენი ფურეირა იმღერებს პირველ ნახევარფინალში, ხოლო ელენა პაპარიზუ მეორე ნახევარფინალში, როცა საბერძნეთის წარმომადგენელი, მარინა სატი აუდიტორიის წინაშე წარსდგება.

ამ დროისთვის არცერთი მომღერლისგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ევროვიზია 2024 შვედეთში, მალმეში გაიმართება, პირველი ნახევარფინალი 7 მაისს შედგება, მეორე 9 მაისს, ხოლო ფინალი 11 მაისს.

onalem

ტესტ