fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში უფრო და უფრო მეტი წყვილი თანხმდება მხოლოდ თანაცხოვრებაზე

როგორც აღმოჩნდა, კუნძულ კრეტაზე უფრო და უფრო მეტი წყვილი ამბობს უარს ეკლესიაში ჯვრისწერაზე და უბრალოდ თანაცხოვრებას ამჯობინებენ.

აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა და იტყობინება, რომ 2013 წლიდან დღემდე ერთად მაცხოვრებელ წყვილთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

2013 წელს თანაცხოვრების შესახებ შეთანხმებას ხელი 28 წყვილმა მოაწერა, ხოლო 2017 წელს 171-მა.

კერძოდ, ირაკლიონის პრეფექტურაში 89 წყვილი დარეგისტრირდა, ხოლო მერიაში 62 წყვილი.

მეორე ადგილზეა ხანიის პრეფექტურა, სადაც აღნიშნულია 47 ხელმოწერა, ხოლო მერიაში 42.

რეთიმნოში თანაცხოვრებაზე 20 წყვილი შეთანხმდა, ხოლო სხვა პატარა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 10-15-ს არ აჭარბებს.

onalem

ტესტ