fbpx
საზოგადოება

“დანაიმ იცის, რა ტკივილი განვიცადე ფილიპოს გამო, რამდენი ცრემლი დავღვარე, ამიტომ მეწყინა” – კატერინა კენურიუ

კატერინა კენურიუ მიწვეული იყო სტამატინა ციმცილის გადაცემაში, სადაც გულწრფელად ისაუბრა თავის ურთიერთობაზე დანაი ბარკასთან და იმ ქაოსთან დაკავშირებით, რომელიც ბარკასა და ფილიპო ცაგრიდის ფოტოებს მოჰყვა. კენურიუ თავიდანვე არ მალავდა, რომ ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა, რადგან თვლის, რომ დანაი ბარკას მის ყოფილ შეყვარებულთან არ უნდა ჰქონოდა ურთიერთობა.

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ეწყინა, რადგან დანაი ბარკა არა მხოლოდ მისი მეგობარი იყო, არამედ მასთან ერთად გაიარა ის პერიოდი, როცა ფილიპოსთან დაშორების გამო დიდი ტკივილი განიცადა, ბევრი ცრემლი დაღვარა და ამიტომ ეთიკურად არასწორად მიაჩნია, რომ შემდეგ ასეთი ნაბიჯი გადადგა.

ამას გარდა, აღნიშნა, რომ ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ, ბარკას არცერთხელ არ დაურეკავს მისთვის, რომ ეს თემა განეხილათ, ხოლო ფილიპოსთან ისაუბრა.

onalem

ტესტ