fbpx
საზოგადოება

“მეგონა ჩემი ცხოვრების ბოლო წუთები იყო” – ათენიდან გაფრენილმა თვითმფრინავმა რეისი ვერ შეასრულა

ათენიდან გაფრენილმა თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილამდე მიღწევა ვერ შეძლო, მისმა 90 მგზავრმა კი, ნამდვილი კოშმარი გამოიარა. როგორც ისინი აღწერენ, ფიქრობდნენ, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდნენ.

კერძოდ, გუშინ რეისი ათენი-კეფალონია უნდა შესრულებულიყო, რასაც 1 საათზე ნაკლები სჭირდება. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით გაფრინდა, თუმცა, აფრენიდან რამდენიმე წუთში მგზავრებს შეატყობინეს, რომ სერიოზული ტექნიკური პრობლემის გამო, სასწრაფოდ ათენის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ატიკაში გუშინ ღამით გაუარესებული ამინდის გამო თვითმფრინავმა დაჯდომა ვერ შეძლო და დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე მგზავრები სრულ პანიკაში იყვნენ.

“როცა თვითმფრინავში შევედით და აფრინდა, სანამ ჩვეულებრივ სიმაღლეზე ავიდოდა, დაახლოებით 5-7 წუთის შემდეგ, პილოტმა გვითხრა, რომ ათენში ვბრუნდებოდით, რადგან ტექნიკური პრობლემა იყო.”

“იქ იყვნენ ბავშვები და ჩვილებიც კი. ასევე ხალხი, ჯანმრთელობის პრობლემებით. ბავშვები ტიროდნენ, პანიკა იყო, კონტროლი ჰქონდათ დაკარგული. მე ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ბოლო წუთები იყო. მას შემდეგ, რაც პრობლემის შესახებ გვაცნობეს, იყო საშინელი რყევებიც,” ამბობენ მგზავრები.

 

onalem

ტესტ