fbpx
საზოგადოება

მძღოლმა და ექიმებმა, რომლებიც აუცრელობის გამო სამუშაო კონტრაქტების შეჩერებას აპროტესტებდნენ, 2 თვის ბავშვი გადაარჩინეს

2 თვის ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ავტობუსის მძღოლმა და ოთხმა ექიმმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას.

კერძოდ, როგორც ირკვევა, ქალი 2 თვის შვილთან ერთად ავტობუსში იმყოფებოდა. ახალშობილი რაღაც მომენტში ცუდად გახდა და აღარ სუნთქავდა. როცა მძღოლმა გააცნობიერა, რომ მათ დახმარება სჭირდებოდათ, მაშინვე გააჩერა და ორი ტელეფონით რეკავდა სასწრაფო დახმარების ცენტრში, რადგან არ პასუხობდნენ. ვინაიდან მამაკაცი სასოწარკვეთაში ჩავარდა, გადაწყვიტა, რომ დახმარება ეთხოვა ექიმებისგან, რომლებიც იქვე საპროტესტო აქციას მართავდნენ, რადგან აუცრელობის გამო მათი სამუშაო კონტრაქტები უკვე დიდი ხანია შეჩერებულია.

როგორც ცნობილი გახდა, ექიმებმა ჩვილი რამდენიმე წამში მოიყვანეს გონზე და სასუნთქი გზები გაუთავისუფლეს, ხოლო შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება.

უნდა აღინიშნოს, რომ რომ არა ჯერ ავტობუსის მძღოლისა და შემდეგ იქ მყოფი ექიმების სწრაფი რეაგირება, ყველაფერი შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო.

 

onalem

ტესტ