fbpx
საბერძნეთი

ათენი: ქალმა 13.000 ევროს დანაზოგი ბუხარში შეინახა, მისმა მეუღლემ კი ცეცხლი აანთო

ვიდეო სოციალურ ქსელში დაიდო და ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. როგორც ირკვევა, შემთხვევა ათენში მოხდა, ქალმა თანხა, რომელსაც თავის მეუღლესთან ერთად აგროვებდა, ბუხარში შეინახა, რადგან მიიჩნია, რომ ეს საუკეთესო ადგილი იქნებოდა თანხის დასამალად.

საუბარია დაახლოებით 13.000 ევროზე, რომელიც ბუხარში იდო და მისმა მეუღლემ ეს ყველაფერი არ იცოდა. ერთ-ერთ საღამოს, როდესაც მამაკაცი სახლში დაბრუნდა, ბუხარში ცეცხლი აანთო და შესაბამისად, თანხა დაიწვა.

როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, თანხიდან დაახლოებით 5.000 ევროს გადარჩენა შეძლო, დანარჩენი კი ფერფლად იქცა.

onalem

ტესტ