fbpx
საბერძნეთი

ფიქრობთ, რომ ყალბი ქვითარი მოგცეს? გააკეთეთ ანონიმური საჩივარი და მიიღეთ 100-დან 3.000 ევრომდე

საბერძნეთის საგადასახადო სამსახური ამ დროისთვის ამოწმებს 160.000 ქვითარს, რომლის სიყალბის შესახებაც საჩივარია შეტანილი. როგორც უკვე ცნობილია, საჩივრების შეტანა შესაძლებელია როგორც ვინაობის დაფიქსირებით, ასევე ანონომურად, ვინაიდან ორივე შემთხვევაში საგადასახადო სამსახური მიიღებს თქვენს საჩივარს და დაიწყებს ქვითრის ნამდვილობის შემოწმებას.

იმ შემთხვევაში, თუ ქვითარი ყალბი აღმოჩნდება, შესაძლებელია “დასაჩუქრდეთ” 100 ევროდან 3.000 ევრომდე თანხით იმისთვის, რომ საგადასახადო სამსახურს მიაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული ბიზნესის მხრიდან კანონდარღვევებისა და გადასახადების თავიდან არიდების შესახებ.

ამ დროისთვის არსებობს 160.000-მდე საჩივარი, რომელთაგან 84.334 ანონიმურია. თუ ფიქრობთ, რომ ქვითარი, რომელიც მოგცეს, ყალბია, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია “apodixi”, დაასკანეროთ თქვენი ქვითარზე არსებული QR კოდი და შესაბამისად გადაგიყვანთ პლატფორმაზე, საიდანაც ინფორმაციას მიაწვდით საგადასახადო სამსახურს.

 

onalem

ტესტ