fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრო Κιβωτό του Κόσμου-ს დახმარებას წყვეტს – არსებობს ინფორმაცია, რომ მამა ანტონიომ ბავშვებზე ძალადობის შესახებ იცოდა

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაცია Κιβωτό του Κόσμου-ს დახმარება, თავად ხრისტოს სტაიკურასმა გაასაჯაროვა. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები ბავშვებზე ძალადობდნენ, სხვადასხვა სახით.

“ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა, რომ ბავშვებს მხარი დავუჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სად მიდის ყველა ეს რესურსი,” ამბობს სტაიკურასი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის ბიჭის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის და კიდევ ორი მისი თანატოლი აღმზრდელების მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი იყვნენ და კონკრეტულად ერთი პირი, რომელსაც “დამნაშავედ” ასახელებენ, ორგანიზაციაში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს.

ამას გარდა, არსებობს ინფორმაცია, რომ თავად მამა ანტონიომ, რომელიც Κιβωτό του Κόσμου-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელია, იცოდა იმ ყველაფრის შესახებ რაც ხდებოდა. თავად მოძღვარის განმარტებით კი, ამ ფაქტების შესახებ ტელევიზიით ხალხთან ერთად გაიგო და ფიქრობს, რომ ყველაფერი ბავშვების ფანტაზიის ნაწილია.

onalem

ტესტ