fbpx
საბერძნეთი

“არ არსებობენ სახანძრო ვერტმფრენები, სიტუაცია უკონტროლოა” – დიდი სასოწარკვეთა ევიაში

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, გუბერნატორი, ფანის სპანო დღეს დილით ტელეკომპანია Mega-სთან აცხადებდა, რომ ევიაში არ არსებობს ხანძრის გაღვივების ფაქტები, არამედ ეს ხანძრის კერები არც არასოდეს ჩამქვრალა და კვლავ უკონტროლოდ ვრცელდება.

“ეს კერები მუდმივად აქტიურია, არასოდეს ჩამქვრალა. ყველა კერა, რომელსაც არ მიუღწევია ზღვამდე, ისევ მძვინვარებს. ცეცხლი ჯერ კიდევ უკონტროლოა და იწვის არტემისიო, კამატრიადეს, ტრუპი. არ მუშაობენ საჰაერო ძალები, ამ ადამიანებს ასეთ კვამლში მუშაობა არ შეუძლიათ, ვერ ხედავენ, გესმით?! სადაც ეს შესაძლებელია, ცეცხლს ხმელეთიდან ვებრძვით. ამ დასახლებებში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არსად წასულან და სწორედ ისინი არიან, ვინც სახლები დაწვისგან იხსნეს,” ამბობს სპანო.

გუბერნატორის თქმით, თუ ცეცხლი ტრუპის გასცდება, თავისუფლად შეიძლება მიაღწიოს პოლიტიკას და ფსახნას ტერიტორიას. ხალხს აქვს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.

onalem

ტესტ