fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი მაფიოზი, ვასილის სტეფანაკოსი, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

ცნობილი ბერძენი მაფიოზი, ვასილის სტეფანაკოსი, დასავლეთ ათენში, ხაიდარიში მოკლეს. ის საკუთარ მანქანას აპარკინგებდა, როდესაც ორი უცნობი პირი მოტოციკლით წამოეწია და ცეცხლი გაუხსნა. სტეფანაკოსი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მედია იტყობინება, მკვლელობის იარაღი კალაშნიკოვი იყო. მას 22 ტყვია ესროლეს.

9 წლიანი პატიმრობის შემდეგ, სტეფანაკოსი 2016 წლის ზაფხულში, პარასკევოპულოს კანონის ფარგლებში გაათავისუფლეს.

მისი სახელი უკავშირდება ფულის გამოძალვას, შანტაჟს და მრავალ სხვა დანაშაულს, მათ შორის მკვლელობებს.

ის 2008 წელს დააკავეს და სხვა ბერძენი მაფიოზის მკვლელობისთვის 21 წელი მიუსაჯეს. მან ასევე ხელი შეუწყო ორ კრიმინალს, ალბანელ ალკეტ რიზაის და ბერძენ ვასილის პალაიოკოსტას, ციხიდან გაქცეულიყვნენ.

onalem

ტესტ